logo
ENG



ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

12 აპრ 202317:45
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო. მიზეზი მისი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

"სიმპტომები არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, ტესტზე დადებითი პასუხის გამო, სამწუხაროდ, ვიზიტის გადადება მომიწია", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელი ჩინეთში სამ დღიანი ვიზიტით ხვალ უნდა ჩასულიყო. მას შეხვედრები ჩინეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ჰქონდა დაგეგმილი.

მარტში ჩინეთში იმყოფებოდა ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.


close დახურვა