ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.