logo
ENG



ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

30 აგვ 202019:04
3 წუთის საკითხავი
 
ds2i3mw50sa9qip.jpg

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და ის ხევში გადავარდა, მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა