![ბორჯომში ქალი კლდიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა](/uploads/news/პოლიცია-შსს.jpg)
ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში ქალი კლდიდან გადმოვარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს.
ქალს თითქმის ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ - ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.