ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს, სავარაუდოდ, ერთ ჰექტარზეა გაჩენილი.
ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს, ასევე, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.