ბოსნია-ჰერცეგოვინაში პენსიონერთა სახლში გაჩენილ ხანძარს, წინასწარი ინფორმაციით, 10 ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულები პანსიონატის ბენეფიციარები არიან. სამედიცინო ცენტრში დაახლოებით 20 პირია მოთავსებული, მათ შორის - პანსიონატის მცხოვრებლები, თანამშრომლები, მაშველები და სამედიცინო პერსონალი.
„შედგება შესაბამისი ექსპერტიზა, როგორც კი ამისთვის საჭირო პირობები შეიქმნება - ხანძრის მიზეზებისა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად,“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ხანძარი, წინასწარი ცნობით, შენობის ზედა სართულზე, საღამოს საათებში გაჩნდა.
