logo
ENG



ბოქლომები და დაპირისპირება საკრებულოში - ჩანიშნული სხდომა არ ჩატარდა

22 ნოე 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
h91rzjtguwy85r2.jpg

თბილისის საკრებულოში დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. სხდომის დროს საკრებულოს ტრიბუნას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გოკა გაბაშვილმა ბოქლომი დაადო. დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები ისხდნენ, ამიტომ გოკა გაბაშვილის ამ ქმედებას სტვენა, შეძახილები და სიცილი მოყვა. პროტესტის სიმბოლო ტრიბუნაზე დიდხანს არ გაუჩერებიათ, თავჯდომარის მოადგილემ ტრიბუნას ჯაჭვი მალევე მოხსნა. ამ ინციდენტამდე რამდენიმე წუთიუთ ადრე ხმაური მოყვა საკრებულოს დეპუტატის განცხადებას, იმის თაობაზე რომ თითქოს ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნა საკრებულოში ხალხის შეყვანის თაობაზე - თავჯდომარემ დააკმაყოფილა. მას ხაბეიშვილი დაუპირისპირდა და მატყუარა უწოდა. ამ ინციდენტის პარალელურად ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ სხდომათა დარბაზი ცოცხი შეიტანა და ლევან ხაბეიშვილის სკამზე მოათავსა

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დამოუკიდებელ დეპუტატ ვატო შაქარიშვილსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის. მოგვიანებით დაპირისპირება თავმჯდომარის კაბინეტში გაგრძელდა და  შაქარიშვილი ოთარ გრიგოლიას სავარაუდოდ ფიზიკურადაც გაუსწორდა. კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. მან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლილე ლიპარტელიანს ის პლაკატი დაუხია, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული ირაკლი ნადირაძის სოლიდარობისთვის გამოფინა. ხმაურიანი დღის გამო საკრებულოში დანიშნული სხდომა დღეს არ ჩატარებულა. 

 


close დახურვა