logo
ENG



ბოქლომები ცოცხების წინააღმდეგ - ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში ხმაურია

29 ნოე 201920:42
3 წუთის საკითხავი
 
dfsa6gedqhjzgg2.jpg

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც მთავარი კარები გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დააბოქლომეს, ხმაური იყო. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაბოქლომება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს ოფისის მინა დაიმსხვრა. 

დაბოქლომების აქციით ქართული ოცნების ოპონენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმის ჩვენება სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიის დაბოქლომებას და დალუქვას ცდილობს. “ოცნების ოფისს ბოქლომი დავადეთ სიმბოლურად, რადგან დღეს გაირკვა რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აბოქლომებს პარლამენტის შენობას ქუთაისში. მას სურს წავიდეთ ქვეყნიდან”,-განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ანდრო მაღლაკელიძემ.

დაბოქლომების აქციის შემდეგ, საპასუხო აქციის "ქართული ოცნების" აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ. მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ადგილზე ცოცხები მიიტანეს და პარტიის შენობას კვერცები დაუშინეს. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გია თევდორაძე გამოჩნდა. ადგილზე ამ დრომდე ხმაურია და მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. 

 

 


close დახურვა