"გვაქვს ორი ახალი შემთხვევა კოვიდ-12-ის, საიდანაც ერთი შდა გადაცემაა, მეორე კი გერმანიის კლასტერი",-ეს განცხადება ბოჭორისშილის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით ამჟამად კლინიკაში 14 დაინფიცირებულია მოთავსებული. მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
"ბოჭორიშვილოს კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს მკურნალობს 14 პაციენტი, საიდანაც 7-ს დადასტურებული აქვს ვირუსი. გუშინდელი კვლევევბიდან 2-ს დაუდასტურდა და ორიც დღეს ჩაერთვება კვლევაში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძმისაა, ხოლო ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთლების ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება მათი გადამოწმება",-აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.
რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას, აქედან ერთი შიდა გადაცემიდანაა.
"ერთი პაციენტი გახლავთ შიდა გავრცელების, ხოლო კიდევ ერთი კი გერმანიის კლასტერიდანაა, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია. გარკვეულ პერიდოში კი გამოუვლიდა ვირუსი",-აღნიშნა სოლოღაშვილმა.
კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად 115ია, საიდანაც გამოჯანრთელებულია 22 მოქალაქე.