logo
ENG



ბრაზილიაში ზღვის ღვთაების დღესასწაულს აღნიშნავენ

29 დეკ 201911:49
3 წუთის საკითხავი
 
emctkh2l4tz5jq2.jpg

ბრაზილიაში ზღვის ღვთაების იემანჯას დღესასწაულს აღნიშნავენ. კოპაკაბანის სანაპიროზე თეთრებში გამოწყობილი ადგილობრივები ღვთაებისთვის პატივის მისაგებად და მისთვის ოკეანეში საჩუქრების გასაგზავნად შეიკრიბნენ.

ტრადიციულად, იორუბას მიმდევრები ღვთაებას ამ დღეს ყვავილებს, ტკბილეულს და თავის მოვლის საშუალებებს უძღვნიან და საჩუქრებს ტალღებს ატანენ, სანაცვლოდ კი დალოცვას სთხოვენ. დღესასწაული ბრაზილიაში მესამე საუკუნეა აღინიშნება. 


close დახურვა