logo
ENG



ბრაზილიაში წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერპლა

05 მარ 202008:03
3 წუთის საკითხავი
 

ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია სან-პაულუს რეგიონს დაატყდა თავს.

გადაუღებელი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა ათამდე დასახლება. სტიქიას ნგრევაც მოჰყვა, ათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. ამ დრომდე 25 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.  


close დახურვა