logo
ENG



ბრეგაძე: სამართლის, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს

17 დეკ 202116:15
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე: სამართლის, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს სამართლებრივი სისტემა არნახული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოქმედი საბჭოთა აქტები მაკულატურად გადაიქცა და ქვეყანას სამართლებრივი კოლაფსი დაემუქრა. სამართლის, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელსაც თან გასდევდა სამოქალაქო ომები, სიდუხჭირე და მრავალი პოლიტიკური ქარტეხილი, ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ საფუძვლიანად შესწავლილი სამართლებრივი ფუნდამენტის შექმნაზე გვეფიქრა, რასაც, ბუნებრივია, სათანადო ფიქრი და დროს სჭირდებოდა.


close დახურვა