logo
ENG



ბრეგაძე ლომჯარიას: შენ ხარ მოძალადე, ათას კაცთან ერთდ მოვალ და გადაგაყენებთ

12 ნოე 201917:41
3 წუთის საკითხავი
 
vbezl8oer1wnm7k.jpg

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ აქციას აანონსებს. ბრეგაძე დღეს ნინო ლომჯარიას უწყებასთან იყო მისული და მასთან შეხვედრას ითხოვდა. მისი თქმით, მას ომბუდსმენთან შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა სახალხო დამცველმა ის ბოლო წუთს გააუქმა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.

ბრეგაძე სახალხო დამცველს თანამდებობიდან გადაყენებით დაემუქრა.

„ეს ჩრდილოეთ კორეაც არ არის. თავს იჭრის ლომჯარია. რამოდენიმე ათას კაცთან ერთდ მოვალ და შემოვალ ამ ოთახში. შენ და შენ ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ პოლიტიკურ სანაგვეზე ადგილს. შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მოძალადე და კანონდამრღვევი ხარ, გადაგაყენებთ,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

 


close დახურვა