logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ვაგნერის ჯგუფი მძიმე დაავადებების მქონე რუს პატიმრებს ქირაობს

30 ოქტ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/30/8b52vtoicdv5oaj.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსული კერძო სამხედრო ჯგუფი ვაგნერი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული, მებრძოლებად, სავარაუდოდ, მძიმე დაავადებების, მათ შორის შიდსისა და C ჰეპატიტის მქონე პატიმრებს ქირაობს.

„2022 წლის 27 ოქტომბერს რუსეთში გავლენიანმა ევგენი პრიგოჟინმა ონლაინ პოსტით, როგორც ჩანს, აღიარა ბრალდებები, რომ მისმა კერძო სამხედრო კომპანიამ, ვაგნერის ჯგუფმა, შეცვალა სტანდარტები და ქირაობს რუს პატიმრებს, ვინც სერიოზული დაავადებებით, მათ შორის აივ ინფექციითა და C ჰეპატიტითაა დაავადებული“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის ცნობით, ვაგნერის ჯგუფის როლი განსაკუთრებით გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. წინა კონფლიქტებში მათ შედარებით მაღალი სტანდარტები ჰქონდათ მებრძოლების დაქირავებისას, ბევრი მათგანი წარსულში პროფესიონალი რუსი სამხედრო იყო.

ბრიტანეთის უწყების თქმით, სერიოზული სამედიცინო დაავადებების მქონე პატიმრების მიღება ცხადჰყოფს მიდგომას, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტი და არა გამოცდილება ან ხარისხი, არამედ მებრძოლთა რაოდენობაა.

ბრიტანეთი ასევე აცხადებს, რომ პრიგოჟინმა ცოტა ხნის წინ განიხილა 200კმ-იანი თავდაცვითი "ვაგნერის ხაზის" შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის განსახორციელებლად კი მას მებრძოლთა დიდი რიცხვი სჭირდება. შესაბამისად, ბრიტანეთის აზრით, არსებობს რეალური შანსი, რომ დაქირავებული პატიმრების ნაწილს სწორედ ამ თავდაცვითი ხაზის შექმნაში გამოიყენებენ.


close დახურვა