logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს

02 აპრ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/fcglal6n7gjq3vh.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს. 

ქალაქი ჰოსტომელი კევთან ახლოს მდებარეობს. აქ მძიმე ბრძოლები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მიმდინარეობდა. რუსეთი ბომბავდა მის აეროპორტსაც. რუსულ ჯარს სურდა მისი დაკავება და ხიდად გამოყენება. 

ჰოსტომელი პატარა, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. მისი აეროპორტი არის სატვირთო და ძირითადი სამხედრო ბაზა. 

"უკრაინული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქვეყნის ქალაქებიდან რუსული ჯარების განდევნის თვალსაზრისით. უკრაინამ დაიბრუნა არაერთი სოფელი. აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვში, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს, დაეცვათ ძირითადი სამარშრუტო ხაზი". - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.


close დახურვა