ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ამბობს, რომ შოკირებულია ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენებით.
"ძალადობა და ქაოსი არის უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე დაჟინებით მოვუწოდებ ორივე მხარეს, იმოქმედოს თავშეკავებით, დღეს და მომდევნო დღეებში". - წერს მარკ კლეიტონი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდონიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.