დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა სამედიცინო პერსონალს მედდების საერთაშორისო დღე მიულოცეს. თარიღის აღსანიშნავად მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებს დაურეკეს.
კამპანიაში პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი და მისი მეუღლე, ასევე სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ.