logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთი ძალებს გადაისვრის აღმოსავლეთიდან, წყნარი ოკეანის ფლოტიდან და სომხეთიდან

16 მარ 202203:37
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანეთი: რუსეთი ძალებს გადაისვრის აღმოსავლეთიდან, წყნარი ოკეანის ფლოტიდან და სომხეთიდან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს, შეკრიბოს დამატებითი ჯარი, რათა ჩაანაცვლოს დანაკარგი, რომელიც უკრაინაში განიცადა. 

ბრიტანეთის თავდაცვა აცხადებს, რომ არსებული დანაკარგის და უკრაინის მდგრადი წინააღმდეგობის ფონზე რუსეთს უჭირს შეტევითი ოპერაციების ჩატარება. 

ამასთან, ჯარისკაცების დაკარგვა რუსეთს ურთულებს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, რუსეთი ძალების გადასროლას ახორციელებს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან, წყნარი ოკეანის ფლოტიდან და სომხეთიდან.

ის ასევე სულ უფრო მეტად ცდილობს, გამოიყენოს არარეგულარული წყაროები, როგორიცაა კერძო სამხედრო კომპანიები, სირიელი და სხვა დაქირავებული ჯარისკაცები.

ბრიტანული უწყება ასკვნის, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი შეეცდება, ეს ძალები გამოიყენოს აღებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად და გაათავისუფლოს თავისი საბრძოლო ძალები, რათა მათ განაახლონ შეჩერებული შეტევითი ოპერაციები. 


close დახურვა