logo
ENG



ბრიტანეთმა რუსეთის სანქციები გააფართოვა, სიაში ბანკები, კომპანიები და გემები მოხვდნენ

06 აგვ 202613:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/06/qwx8brnyr395if0.jpg

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. 6 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, ახალი შეზღუდვები საერთო ჯამში 20-მდე ფიზიკურ პირს, კომპანიას, ბანკსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემს შეეხო, რისი მიზანიც მოსკოვის ომის მანქანის დაფინანსების შეფერხებაა.

ლონდონის მიერ სანქცირებული რუსული ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალს დაემატა კიდევ ექვსი ბანკი, მათ შორის სახელმწიფო „ექსიმ ბანკი“ და ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის კუთვნილი „ოზონ ბანკი“. სანქციები ითვალისწინებს ამ ბანკებისთვის აქტივების გაყინვასა და ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ნებისმიერი გადახდის დამუშავების აკრძალვას.

ამასთან, სანქციები დაუწესდა ხუთ კომპანიას, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზის უმსხვილესი რუსული მწარმოებლის, „ნოვატეკის“ მიერ შექმნილ გემთმშენებელ საწარმოს — „სევერნ ინჟინირინგს“, ასევე ინდურ საზღვაო-ლოგისტიკურ კომპანია Frion Ship Management-ს. შავ სიაში მოხვდა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ექვსი ხომალდი (Arctic Express, Perseas, Torvian, Asteras, Visund და Zenturo), რომლებიც რუსეთის, სან-მარინოს, ბარბადოსისა და პალაუს დროშებით დაურეგისტრირებიათ.

პერსონალური სანქციები დაუწესდა რუსეთის ერთ მოქალაქეს, ქიმიური მრეწველობის დარგში მომუშავე კომპანია „სილტრონის" მფლობელ ალექსანდრ ჟდანოვს. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა სიაში შეყვანა გულისხმობს მათ მფლობელობაში არსებული ეკონომიკური რესურსებისა და სახსრების სრულ გაყინვას, ასევე მათთან ნებისმიერი საქმიანი კონტაქტის აკრძალვას.


close დახურვა