logo
ENG



ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის გარიგება შესაძლოა ვერ შედგეს

08 ოქტ 201916:25
3 წუთის საკითხავი
 
o53pdc1zpevhn7a.jpg

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის გარიგება შესაძლოა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პოზიციის გამო ვერ შედგეს. როგორც ოფიციალური ლონდონი აცხადებს, ამის მიზეზი გახდა  მერკელის ის პოზიცია, რომელიც მან ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს გამოხატა.

კერძოდ, გერმანიის კანცლერის განმარტებით,  ჯონსონის შეთავაზებების საფუძველზე გარიგების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია. მისივე თქმი, ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო კავშირში დარჩენის გარეშე შეთანხმება არ შედგება.

ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ბრიუსელი და განაცხადა, რომ ანგელა მერკელის შეფასებები ორგანიზაციის საერთო პოზიციას არ გამოხატავს.

გეგმის თანახმად, ბრიტანეთ ევროკავშირ 31 ოქტომბერს დატოვებს.

 


close დახურვა