ხვალიდან დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყება. განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მეთ ჰენკოკმა ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტის კვლევებს „იმედისმომცემი" უწოდა და თქვა, რომ მკვლევართა გუნდს მთავრობა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება.
მეცნიერთა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა სექტემბრამდე მზად ექნებათ და მის ეფექტიანობაში 80 პროცენტით დარწმუნებულები არიან.