ბრიტანელი მსახიობი ჰონორ ბლექმანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაყურებელს ის ფილმიდან ჯეიმს ბონდი ახსოვს. მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები მან, ინგლისში, საკუთარ სახლში გაატარა.
სამსახიობო კარიერის განმავლობაში ჰონორ ბლექმანმა მაყურებელს თავი არაერთ სატელევიზო სერიალში შესრულებული როლითაც დაამახსოვრა თავი.
