ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელის ცენტრში სროლა იყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მედიაში თავდასხმის კადრებიც გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ ისვრის კაცი იარაღიდან ბრიუსელის ერთ-ერთ სადგურთან.
დაღუპულები შვედეთის მოქალაქეები არიან.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია სრულად აქვს გადაკეტილი.