logo
ENG



ბრძოლა მედიის წინააღმდეგ

23 აგვ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 

ბრძოლა მედიის წინააღმდეგ ყველა ხერხით. ქართული ოცნების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. კომუნიკაციების კომისია, რომლიც მიმართ თავისუფალ მედიას ნდობა არა აქვს, ხელისუფლების სარჩელს დაეთანხმა. ფორმულასა და ტვ პირველს წერილობით გაფრთხილება მისცეს, მთავარ არხს კი მორიგი დარტყმა მიაყენეს და ამჯერად დაახლოებით 120 ათასი ლარით დააჯარიმეს. ხელისუფლება ტელეკომპანიების დასჯას პროდასავლური ვიდეორგოლის გამო მოითხოვდა, სადაც ფაქტებად ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იყო მოყვანილი. კომისიამ ივანიშვილის პარტიის სურვილი დააკმაყოფილა.  


close დახურვა