logo
ENG



ბუდანოვი: რუსეთს რესურსები უმთავრდება - აგრესიულ ბრძოლას მხოლოდ გაზაფხულის ბოლომდე შეძლებს

05 მარ 202319:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/7lt9jj9di3e7opc.jpg

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთი აგრესიული მეთოდებით ბრძოლას მხოლოდ გაზაფხულის ბოლომდე შეძლებს.

ბუდანოვი ამბობს, რომ აქტიური ბრძოლისთვის რუსეთს რესურსი მხოლოდ 3 თვის განმავლობაში ეყოფა.

"რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი რაოდენობა ადამიანური, სამხედრო და ტექნიკური რესურსისა. მისი ეკონომიკა და მრეწველობა არაა იმ მდგომარეობაში, რომ ყველა ეს დანაკლისი დაფაროს. რუსეთმა ასევე შეცვალა სამხედრო მეთაურები. თუ რუსი სამხედროები ვერ მიაღწევენ თავის მიზანს ამ გაზაფხულზე, რუსეთს ომის ყველა ინსტრუმენტი დაუმთავრდება", - თქვა ბუდანოვმა  USA Today-თან ინტერვიუში.


close დახურვა