logo
ENG



ბულგარეთში ინგლისის ნაკრების ერთი გულშემატკივარი დაიღუპა

14 ოქტ 201921:58
3 წუთის საკითხავი
 
h9yh877zynoxx2f.jpg

BBC-ის ცნობით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ინგლისის ნაკრების ერთი გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. 

როგორც ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციაში შეტყობინება უცხოელი მოქალაქის შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მთვრალი ინგლისელი გულშემატკივარი დახვდათ, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას დაიღუპა. დამატებითი დეტალები უცნობია. 

დღეს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება ბულგარეთსა და ინგლისს შორის. სწორედ აქედან გამომდინარე იმყოფებიან ინგლისელი გულშემატკივრები სოფიაში.


close დახურვა