ბულგარეთში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 18 გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ავტომობილით დაახლოებით 40 მიგრანტი გადაჰყავდათ. გადარჩენილები სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სატვირთოში მყოფ ხალხს ციოდა, იყვნენ სველები და რამდენიმე დღე არ უჭამიათ.
ბულგარეთი დიდი ხანია ცდილობს, მიგრანტების დიდი ნაკადს გაუმკლავდეს, რომლებიც თურქეთიდან ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ. ბევრი კი ხელისუფლებას მიგრანტების მიმართ ცუდ მოპყრობაშიც ადანაშაულებს.
სატვირთო ავტომობილი სოფელ ლოკოროსთან, დედაქალაქ სოფიადან 20 კილომეტრში იპოვეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადარჩენილი 14 ადამიანი სატვირთოში იპოვეს, მათგან რვა მძიმე მდგომარეობაში იყო. კიდევ ათი ადამიანი შორიახლოს იმალებოდა და ისინიც კლინიკაში გადაიყვანეს შემოწმებაზე.
პოლიცია სატვირთოს მიმალულ მძღოლებს ეძებს.