ქობულეთის ბუნგალო ჰავანაში მომუშავე კიდევ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ქობულეთის კლასტერიდან კარანტინში სულ 54 პირია გადაყვანილი. მათივე ცნობით, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და მათი პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ქობულეთში, ბუნგალო "ჰავანას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირებულის თანამშრომლები ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. რაც შეეხება ვიზიტორებს, იმნაძემ სიფრთხილისკენ მოუწოდა მათ, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ზემოხსენებულ ბუნგალოში იმყოფებოდნენ.