ბურკინა-ფასოს, სოფელ სოლჰანზე შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც 132 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მებრძოლები დასახლებულ პუნქტს დაესხნენ თავს და სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. ასევე დაწვეს ადგილობრივი ბაზარიც.
მომხდარს ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხიმგებლობა ჯერ არ აუღია.
ადგილობრიივმა მთავრობამ მომდევნო სამი დღე გლოვის დღედ გამოაცხადა.