logo
ENG



ბურკინა ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

20 აგვ 202123:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/20/8dnaj5zzbva4t2n.jpg

მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა ბურკინა ფასოში. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

თავდასხმა ოთხშაბათს განხორციელდა - ჯიჰადისტმა სამხედროებმა დაარბიეს სამოქალაქო კოლონა, რომელსაც სამხედრო პოლიცია ქალაქ არბინდას სიახლოვეს აცილებდა.

თავდასხმის შედეგად 59 მშვიდობიანი მოქალაქე, 6 სამხედრო და 15 სამხედრო პოლიციელი დაიღუპა. ადგილზე გარდაიცვალა 47 ადამიანი.

ძალადობა საჰელში, რომელიც საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილს ესაზღვრება, ბოლო წლებში გაძლიერდა. რეგიონში გაეროს, რეგიონული და დასავლური ქვეყნების ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული.

მალიში, ნიგერსა და ბურკინა ფასოში ძალადობასა და თავდასხმებს  2018 წელს ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და საცხოვრისის დატოვება მოუწია მილიონობით ადამიანს.


close დახურვა