logo
ENG



ბურჯანაძე: მაინტერესებს, რა ესაქმება ეპიდემიოლოგებს ოცნების მაჟორიტარების წარდგენაზე

20 ივლ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

„მაინტერესებს, რა ესაქმება ეპიდემიისა და პანდემიის დროს ეპიდემიოლოგებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" არჩევნების ჩატარებას სწორედ ამ ადამიანების ზურგს უკან, კორონავირუსის პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებს.

„დიდი პატივისცემით მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც მართლაც ამ კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობასაც და მოსახლეობასაც, მხედველობაში მყავს ექიმები და ეპიდემიოლოგები. მაინტერესებს, რა ესაქმება ეპიდემიისა და პანდემიის დროს ეპიდემიოლოგებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე. რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველ გუნდი საპარლამენტო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს ამ წარდგენაზე. ჩვენ ვართ ასეთი ერთადერთი ქვეყანა იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება ამ ადამიანების ზურგს უკან და პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებენ არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კოჯორში სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა აბარიათ.


close დახურვა