logo
ENG



ბურჯანაძე ხელისუფლებას ტელევიზიების გადასახადების გადავადებისკენ მოუწოდებს

20 მარ 202022:36
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ხელისუფლებას ტელევიზიების გადასახადების გადავადებისკენ მოუწოდებს. განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ გააკეთა.

მისი განცხადებით, ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესს შეღავათი გაუკეთა და გადასახადები გადაუვადა, იგივენაირად უნდა მოიქცეს ტელევიზიებთან მიმართებაში.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსი დემოკრატული ფასეულობების შესალახად და კრიტიკული მედიის ჩასახშობად არ უნდა, გამოიყენოს.

„მინდა გამოვიდე ინიციატივით და მივმართო მთავრობას, რომ ტელევიზიებთან მიმართებაში გამოიყენოს იგივე მეთოდები, რა მეთოდებით გამოიყენა განსაკუთრებით დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაევადებინათ გადასახადები და სპეციალური შეთავაზების პაკეტი მიეცათ მათთვის. 

მე ვთვლი, რომ ყველა ტელევიზიას ამ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებამ უნდა გადაუვადოს ნებისმიერი გადასახადი, დაწესდეს საშეღავათო პაკეტები, რომლითაც ისარგებლებენ თავისუფალი მედიასაშუალებები. თუ მთავრობას უნდა მართლა დავიჯეროთ, რომ მას კორონავირუსის გამოყენება დემოკრატული ფასეულობების შესალახად და კრიტიკული მედიის ჩასახშობად არ უნდა, ეს ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ანგარიშებს ინკასო დაადო.


close დახურვა