![7yn0tmv9jg39zp1.png](/uploads_script3/news/7yn0tmv9jg39zp1.png)
თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.