logo
ENG



გაბედე: ვთანხმდებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა უნდა იყოს

03 თებ 202008:28
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაო მოძრაობა „გაბედემ" სამოქმედო გეგმისა და ორგანიზაციის დეკლარაციის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობის ლიდერების განცხადებით, მათი როგორც ახალგაზრდული ძალის პრიორიტეტი ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის ხელშეწყობაა.

აქტივისტების განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, ყველა ორგანიზაციას ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა უნდა იყოს იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოში აირჩიოს წარმომადგენლები იმ პროპორციებით, რა პროპორციებითაც თავად მოსახლეობას სურს. ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

შეკრებაზე ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც იმ ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს ითვალისწინებს, რის გარშემოც წევრები ერთიანდებიან. 


close დახურვა