logo
ENG



გაბუნია სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

18 ივნ 202007:41
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ჟურნალისტი პროცესს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

უწყება გაბუნიას გუშინ საღამოს ჩაბარდა. „მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ფორმულა ნიუსთან" საუბრისას გამოძიების მოლოდინებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეფექტური გამოძიების იმედს, მხოლოდ საქმეში უკრაინული მხარის ჩართულობა აძლევს.

"მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოვითხოვ. შესაბამისად არ ვიცი ეს როდის მოხდება. განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმედს მაძლევს ის, რომ უკრაინული მხარეც არის ჩართული სპეცოპერაციის წარმოებაში. ეს ქართულ მხარეს არ მისცემს საშუალებას, რომ თავის კალაპოტი მისცეს საქმეს", - განაცხადა გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს სუს-მა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავება დაადასტურა. სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ გეგმავს არც ნიკა გვარამია. "მთავარი არხის" დირექტორი გამოკითხვას ასევე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს. 


close დახურვა