logo
ENG



გადადგეს ეკა ტიკარაძე - ჯანდაცვის უწყებასთან დღეს ხმაური იყო

03 დეკ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ. ისინი მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და მის გადადგომას ითხოვდნენ. შენობაში შესვლას შეეცადა რამდენიმე აქტივისტი, რაც სამართალდამცველებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვის მიზნით აქტივისტებს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა მედიას შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს, რის გამოც პროტესტის მონაწილეებმა შეხვედრაზე უარი თქვეს და ტერიტორია დატოვეს.


close დახურვა