საქალაქო სასამართლოში, გუშინდელ აქციაზე დაკავებულთა პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე სასამართლო 6 დაკავებულის, მათ შორის გიგა მაქარაშვილის საქმეს იხილავს.
ადვოკატები აპირებენ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართონ, რადგან როგორც ისინი განმარტავენ, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
სასამართლოში იმყოფებიან პოლიტიკოსებით, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავენ, თუმცა ამასთან ამბობენ, რომ გულშემატკივრობას, უკვე დაწერილი სცენარის დროს, აზრი არ აქვს.
„ჩვენ ახლა კონცერტში ვმონაწილეობთ. გულშემატკივრობასაც არანაირი აზრი არა აქვს, რადგან ეს ისეთივეა, რომ ჩაწერილ ფეხბურთს უგულშემატკივრო“, - განაცხადა პარტია „გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე კი აცხადებს, რომ ივანიშილის მოლოდინი იმისა, რომ დაჭერებით დააშინებს საზოგადოებას ფუჭია.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და მისი დავალებით მოქმედებს. გუშინ შეშინებული ივანიშვილი ითხოვდა გაეწმინდათ პროსპექტი. მას ჰქონია, რომ რაც მეტს დააკავებს, უფრო შეგვაშინებს, მაგრამ ასე არ იქნება. უნდა გადავაგდოთ გადამგდები“, - აცხადებს გოგუაძე.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე სამართალდამცველებმა 37 პირი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.