სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობისადმი მიმართვა, მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მადლობას უხდის ზუსტი გზავნილებისთვის. ორბელიანების სასახლიდან მოსმენილი ივანიშვილის კრიტიკა მოიწონეს ნაციონალურ მოძრაობაშიც, მაგრამ პარტიაში ამბობენ, რომ თუ ზურაბიშვილი გულწრფელია, - მან სააკაშვილიც უნდა შეიწყალოს. მთავარსარდლის მსგავსად, საერთაშორისო პარტნიორებიც შეშფოთებას გამოთქვამენ დიქტატორული საარჩევნო დაპირებების გამო და ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გეგმას - ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება.
გადარჩენის არჩევნები - პრეზიდენტისა და საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები
28 აგვ 202419:59
3 წუთის საკითხავი