logo
ENG



გადახდა მხოლოდ ბარათით და ფეხზე დგომის აკრძალვა - როგორ იმოძრავებს ლურჯი მიკროავტობუსები

23 ოქტ 202014:03
3 წუთის საკითხავი
clock 12360
0eaa6ow5beotp6n.jpg

თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ის მარკის მიკროავტობუსი შეისყიდა, რომელიც კომპანია თბილისის მიკროავტობუსს იჯარით გადაეცემა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მხოლოდ ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი. ასევე, აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება. მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე.

"შეიცვლება ბიზნესმოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს "მგზავრზე ნადირობის" პრევენციას და უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს", - აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი. 

მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები სატრანსპორტო დერეფნის "ლოკალური მნიშვნელობის ხაზებზე" იმოძრავებენ. 

close დახურვა