logo
ENG



გაეროს გენმდივანი: უკრაინაში ომი გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს დასრულებას

28 აპრ 202211:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/0ends85t7sujnf3.jpg

უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა CNN-ს განუცხადა.

"ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როდესაც დადგება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული პოლიტიკური შესაძლებლობა, შეთანხმება. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ყველა შეხვედრა, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს“, - განაცხადა გუტიერეშმა.

26 აპრილს, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა.

გუტიერეშმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდების კონსტიტუციას.

გუტიერეშმა აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით.


close დახურვა