logo
ENG



გაერო: მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა

17 აპრ 202203:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/989w7qypk3wan54.png
ფოტო: Reuters

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის დევიდ ბისლის განცხადებით, ბლოკადაში მოქცეულ მარიუპოლში, ხალხი შიმშილის ზღვარზეა.

როგორც მისლიმ აღნიშნა, გაერო ცდილობს ალყაში მოქცეულ ქალაქს საჭირო საკვები და წყალი მიაწოდოს, თუმცა რუსი ოკუპანტები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

"გაეროს მონაცემებით, მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე განიცდის საკვების, წყლისა და გათბობის ნაკლებობას. რუსულმა ძალებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ ქალაქში შესვლას, არ შეუშვეს გაეროს WFP-ის წარმომადგენლები. ეს კატასტროფული სიტუაციაა: ადამიანები შიმშილისგან იღუპებიან", - თქვა მან.


close დახურვა