გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდეგ უკრაინაში 1 842 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 493 ადამიანი კი დაშავდა.
გაეროში აცხადებენ, რომ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია.
მათგან 2,3 მილიონი ადამიანი გადავიდა პოლონეთში, 608 ათასზე მეტი - რუმინეთში, 387 ათასი - მოლდოვაში, 365 ათასი - უნგრეთში.