logo
ENG



გაერო: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 816 ადამიანი დაიღუპა

18 მარ 202218:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/5as0v365ht0vdm9.jpg

გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მათივე ცნობით, მოქალაქეების უმეტესობა მძიმე საარტილერიო თავდასხმებს, სარაკეტო და საიერიშო სროლებს ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა რაოდენობა მეტია, თუმცა გაეროს წარმომადგენლები საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ უფრო ზუსტი მონიტორინგის წარმოებას, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც თავდასხმები უფრო მასშტაბურია, მაგალითად მარიუპოლში.


close დახურვა