logo
ENG



გაერო გმობს იემენის ციხეზე საჰაერო თავდასხმას, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

22 იან 202214:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/22/mok2mk7rjbq17i1.jpg
bbc.com

გაერო გმობს 21 იანვარს იემენის ციხეზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს

საპატიმრო დაწესებულებას რომელიც საადაში, იემენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ჰუსიტების დაჯგუფების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, თავს გუშინ, 21 იანვარს დაესხნენ.

თავდასხმიდან საათების შემდეგაც სამაშველო ძალები გადარჩენილებს ეძებდნენ და ნანგრევებიდან გარდაცვლილები ამოჰყავდათ. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი ამ დროისთვის უცნობია. სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ექიმები საზღვრების გარეშე (Médecins Sans Frontières) აცხადებს, რომ მინიმუმ 70 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ აუცილებელია ესკალაცია შეწყდეს.

შაბათს გავრცელებულ განცხადებაში კი საუდის არაბეთის ლიდერობის ქვეშ მყოფმა კოალიციამ, რომელიც ქვეყანაში ჰუსიტ აჯანყებულებს ებრძვის, უარყო საჰაერო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

კოალიციამ ასევე განაცხადა, რომ ეს ადგილი არ ყოფილა მონიშნული გაეროსთან შეთანხმებულ სიაში, რომელშიც ის ლოკაციებია ჩამოთვლილი რომელზე თავდასხმაც მიუღებელია.

კოალიცია, რომელიც 9 ქვეყნისგან შედგება და საუდის არაბეთი ლიდერობს იემენის ხელისუფლებასა და ჰუსიტების დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში იემენის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე 2015 წელს ჩაერთო.

კოალიციური ძალები ჰუსიტ აჯანყებულებს 2015 წლიდან ებრძვიან. ათიათასობით მოქალაქე, მათ შორის 10 000ზე მეტი ბავშვი დაშავდა ან ემსხვერპლა მათ შორის შეტაკებებს. მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი დღემდე შიმშილის ზღვარზეა. 


close დახურვა