logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ცდილობდნენ

27 აგვ 202414:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/mgb9uv55q0ao9ge.jpg

რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ცდილობდნენ. ამის შესახებ განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლამ გლდაკომ. მან სიტუციას "რთული, მაგრამ კონტროლირებადი" უწოდა, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიურო წერს, რომ რამდენიმე რუსული ტელეგრამ არხი რამდენიმე ბრძოლაზე წერდა - სოფელ ნეხოტეევკასთან სასაზღვრო პუნქტის რაიონში და შებეკინოს სასაზღვრო პუნქტთან, რომლებიც ერთმანეთისგან 20 კილომეტრში მდებარეობს. დაუდასტურებელი მონაცემებით, რუს მესაზღვრეებთან ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო შევიდა, 8 ჯავშანმანქანის მხარდაჭერით. უკრაინას აღნიშნული ინფორმაცია რა დაუდასტურებია.

უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის რუსი მოხალისეთა ბატალიონები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბელგოროდის ოლქში არაერთხელ გადასულა. მეზობელ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა აგვისტოს დასაწყისიდან გაგრძელდა და კონტროლქვეშ ათეულობით დასახლება აიღო.

ორივე რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციისა და საგანგებო სიტუაციის ფედერალური მასშტაბის რეჟიმი გამოცხადდა.


close დახურვა