ქვეყანაში კრიმინალის მატება საგანგაშო ხდება, ისევე როგორც გამოუძიებელ საქმეთა რაოდენობა. მხოლოდ ბოლო 6 თვის მონაცემებით, ოფიციალურად რეგისტრირებული 27 789 კრიმინალური შემთხვევიდან, გამოძიებულია 8970 საქმე. გაზრდილია მძიმე დანაშაულის მაჩვენებელიც.
როგორც ოპოზიცია ამბობს, ყველაფერი ხელისუფლების კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობამ გამოიწვია. იგივეს ფიქრობენ ექსპერტებიც და ვარაუდობენ, რომ თუ მმართველმა გუნდა პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა წლის ბოლოს კრიმინოგენული ვითარება კატასტროფული იქნება. ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის ხელუსუფლების წევრები არ პასუხობენ.