გამოდი გარეთ! - ეს სიტყვები ახალგაზრდებისთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე, უბრალოდ, ქმედებისკენ მოწოდება. გასული წლის ზაფხულმა ქვეყანას ახალი ტიპის პროტესტი დაანახა - მშვიდობიანი, კრეატიული და მაღალტექნოლოგიური.
პანდემიის შედეგად „ოფლაინიდან“ „ონლაინში“ გადასული ახალგაზრდობა საკუთარი იდეებისთვის ბრძოლას განაგრძობს. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მალე გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურულ სივრცეში დაგროვილი ენერგია ისევ გარეთ გამოვა.