logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 3,28%-ია

06 თებ 202110:49
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა. ჯამში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვორუსი 261 620 ადამიანს დაუდასტურდა. 

ჩატარდა 18 335 ტესტი, მათგან 10 591 ანტიგენის და 7 744 PCR ტესტი.

დადებითობის მაჩვენებელი 3,28%-ია. ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელია 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.74%.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა - 569. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 033, აჭარაში - 182, იმერეთში - 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 509 პირი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 40, იმერეთში - 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პირი, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487.


close დახურვა