logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 738 შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ჩატარდა 14 192 ტესტი

30 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდა ამისა, ვირუსისგან გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 192 ტესტი - მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 7 118 PCR-ით. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 001 ადამიანი, საიდანაც 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  225 893-ს. აქედან, 210 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 481 გარდაიცვალა.


close დახურვა