ბოლო 24 საათში COVID 19-ის 2684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაიცვალა კიდევ 83 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 7 732 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 625 ტესტი.
დადებითობოს 7 დღის მაჩვენებელი 8.60%-ია, 14 დღის მაჩვენებელი - 9.46%.
3 სექტემბერს ჩატარდა 25 670 აცრა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 2 684 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 688 საიდანაც:
- 7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 856, იმერეთში - 1 088.
- მძიმე პაციენტია 1 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400 პირი, მათგან თბილისში - 239, აჭარაში - 42, იმერეთში - 37.
- 2 453 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 791 - აჭარაში.
- 36 174 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.